Ჩატვირთვა
მეგა გლდანი

თქვენი ახალი თბილი სახლი

მეგა გლდანი არქიტექტურულად დაკავშირებული ხუთი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსია.

იხილეთ პროექტი
Საუკეთესო ხარისხი

ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!

ჩვენ გვაქვს ხარისხის მოდელი, რომელიც სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: პროექტული გადაწყვეტილებები, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და მშენებლობის პროცესის ხარისხი.

შეარჩიეთ თქვენი ბინა
დიზაინი

თანამედროვე სახლი

იცხოვრე შენს თანამედროვე სახლში

შეარჩიეთ თქვენი ბინა
  • 3 წლის წინ

    მეგა გლდანი

    „მეგა გლდანი“ არქიტექტურულად ერთმანეთთან დაკავშირებული 5 საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი, ევროპული უბნის კონცეფციით შექმნილი, საცხოვრებელი კომპლექსია. „მეგა გლდანის“ მაღლივი კორპუსის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა და დაიწყო მეორე (A) ბლოკის მშენებლობა. ოთხივე კორპუსი 10 სართულიანია. საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, უმაღლესი სამშენებლო ხარისხით და 3000 კვ.მ ფართის შიდა ეზოთი და მოედნებით, რეკრეაციული და საბავშვო ზონებით, მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი რომელიც ამავდროულად, გარშემორტყმულია ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით და გამწვანებული სივრცით. „მეგა გლდანში“ ბინების ფართო არჩევანია, სადაც ბინის შეძენით დაინტერესებულ მყიდველს შეუძლია შეარჩიოს ერთ, ორ და სამ საძინებლიანი სტუდიოს ტიპის ბინები მინიმუმ 37 კვ.მ-დან 150 კვ.მ-მდე. კომპლექსში ასევე არის დუპლექსის ტიპის ბინები ულამაზესი პატარა იზოლირებული ეზოებით. ამასთანავე საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია, როგორც მიწისქვეშა, ასევე გარე ავტოფარეხებით. „მეგა გლდანი“ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და წყნარ უბანში, მეტრო „ახმეტელის თეატრიდან“ და გლდანის საქმიანი და კომერციული ცენტრიდან 500 მეტრში, ქერჩის ქუჩაზე, 6ზ ნომერში შენდება. ასეთი მოხერხებული ადგილმდებარეობა ბინადრებისთვის დამატებით უპირატესობებს აჩენს სატრანსპორტო, კომერციული, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო, საბავშვო, საგანმანათლებლო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან წვდომის თვალსაზრისით. გამორჩეულია სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა: მეტროს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების საშუალებით ქალაქის ნებისმიერ უბანში მარტივად მოხვდებით. „მეგა გლდანი“ მშენებლობის ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ტექნოლოგიები „მეგა გლდანის“ საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები სრულიად ახალი, თბილი კარკასის პირობით ბარდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს. შენობა უზრუნველყოფილია დამატებითი სახანძრო კიბის უჯრედით, რომელიც ყველა სართულზე აღჭურვილია კვამლის შემაკავებელი კარით. ლიფტები უზრუნველყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. შენობა მკაცრად აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას და 41-ე სამშენებლო რეგულაციას. კომპლქსი უზრუნველყოფილია: • კეთილმოწყობილი სადარბაზოებით; • სამგზავრო ლიფტით; • სატვირთო ლიფტით; • შიდა და გარე საპარკინგე სივრცით; • სადარბაზოს ცენტრალური კარით; • გამწვანებული პარკით; • საბავშვო-გასართობი მოედნებით; • საბავშვო ბაღით; • სავაჭრო-კომერციული ინფრასტრუქტურით; ყველა საინჟინრო კომუნიკაცია: წყლის და საკანალიზაციო სისტემები, ელექტრო და გაზის გაყვანილობა, გათბობის სისტემა, აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძირითადი ყურადღება ექცევა მასალების მწარმოებელს და ხარისხს, რაც სერტიფიცირებული და უმაღლესი ხარისხის მქონეა.

    2,000 M2

    საერთო ფართი

    30%

    სისრულის პროგრესი
  • 3 წლის წინ

    მეგა დიდუბე

    მეგა დიდუბე“ არქიტექტურულად დაკავშირებული ოთხი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია. საცხოვრებელი კომპლექსი „მეგა დიდუბე“ მდებარეობს თბილისში, მეტრო დიდუბესთან ახლოს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების ქუჩა N91-ში. კომპლექსს შესასვლელი აქვს როგორც სანაპიროს, ასევე ალიო მირცხულავას ქუჩის მხრიდან. მეგა დიდუბე გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით - ადვილად ხელმისაწვდომია სატრანსპორტო, კომერციული, სავაჭრო, თუ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, კომპლექსის გარემოს კი განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს ლისის ქედისა და მდინარე მტკვრის ხედები და კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე, დახვეწილი ურბანული გეგმარება. საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია ორ-დონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხით, შიდა ეზოთი, რეკრეაციული ზონით და საბავშვო ინფრასტრუქტურით. კომპლექსის ტერიტორია მაქსიმალურად დაცული და იზოლირებულია, რაც იცავს მაცხოვრებლებს და მათ ქონებას ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან. ბინები თანამედროვე დიზაინითა და სტილით გამოირჩევა. კომპლექსში შეგიძლიათ შეარჩიოთ 47,7 მ2-დან 100 კვ.მ-მდე ფართის სტუდიოს ტიპის ბინები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ბინას აქვს აივანი. „მეგა დიდუბე“ მშენებლობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური სამშენებლო კონსტრუქციული გადაწყვეტებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები თბილი კარკასის პირობით ბარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ბინას საჩუქრად მოყვება გათბობის გათბობის ქვაბი და წყალგაყვანილობის მილები. კომპლექსი უზრუნველყოფილია: • კეთილმოწყობილი სადარბაზოებით; • სამგზავრო ლიფტით; • სატვირთო ლიფტით; • შიდა და გარე საპარკინგე სივრცით; • სადარბაზოების ცენტრალური კარით; • სარეკრეაციო ზონით; • გარშემო მდებარე კომერციული ინფრასტრუქტურით; • ყველა საინჟინრო კომუნიკაციით: წყლის და საკანალიზაციო სისტემებით, ელექტრო და გაზის გაყვანილობით, გათბობის სისტემით; კომპლექსი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს სამშენებლო სტანდარტს.

    3,000 M2

    საერთო ფართი

    40%

    სისრულის პროგრესი