Ჩატვირთვა

მეგა დიდუბის პროექტი

მეგა

„მეგა დიდუბე“ არქიტექტურულად დაკავშირებული ოთხი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია. საცხოვრებელი კომპლექსი „მეგა დიდუბე“ მდებარეობს თბილისში, მეტრო დიდუბესთან ახლოს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების ქუჩა N91-ში. კომპლექსს შესასვლელი აქვს როგორც სანაპიროს, ასევე ალიო მირცხულავას ქუჩის მხრიდან. მეგა დიდუბე გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით - ადვილად ხელმისაწვდომია სატრანსპორტო, კომერციული, სავაჭრო, თუ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, კომპლექსის გარემოს კი განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს ლისის ქედისა და მდინარე მტკვრის ხედები და კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე, დახვეწილი ურბანული გეგმარება. საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია ორ-დონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხით, შიდა ეზოთი, რეკრეაციული ზონით და საბავშვო ინფრასტრუქტურით. კომპლექსის ტერიტორია მაქსიმალურად დაცული და იზოლირებულია, რაც იცავს მაცხოვრებლებს და მათ ქონებას ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან.

ბინები თანამედროვე დიზაინითა და სტილით გამოირჩევა. კომპლექსში შეგიძლიათ შეარჩიოთ 47,7 მ2-დან 100 კვ.მ-მდე ფართის სტუდიოს ტიპის ბინები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ბინას აქვს აივანი.

„მეგა დიდუბე“ მშენებლობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური სამშენებლო კონსტრუქციული გადაწყვეტებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები თბილი კარკასის პირობით ბარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ბინას საჩუქრად მოყვება გათბობის გათბობის ქვაბი და წყალგაყვანილობის მილები.

კომპლექსი უზრუნველყოფილია:

  • კეთილმოწყობილი სადარბაზოებით;
  • სამგზავრო ლიფტით;
  • სატვირთო ლიფტით;
  • შიდა და გარე საპარკინგე სივრცით;
  • სადარბაზოების ცენტრალური კარით;
  • სარეკრეაციო ზონით;
  • გარშემო მდებარე კომერციული ინფრასტრუქტურით;
  • ყველა საინჟინრო კომუნიკაციით: წყლის და საკანალიზაციო სისტემებით, ელექტრო და გაზის გაყვანილობით, გათბობის სისტემით;

კომპლექსი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს სამშენებლო სტანდარტს.