Ჩატვირთვა

მეგა გლდანის პროექტი

„მეგა გლდანი“ არქიტექტურულად ერთმანეთთან დაკავშირებული 5 საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი, ევროპული უბნის კონცეფციით შექმნილი, საცხოვრებელი კომპლექსია. „მეგა გლდანის“ მაღლივი კორპუსის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა და დაიწყო მეორე (A) ბლოკის მშენებლობა. ოთხივე კორპუსი 10 სართულიანია. საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, უმაღლესი სამშენებლო ხარისხით და 3000 კვ.მ ფართის შიდა ეზოთი და მოედნებით, რეკრეაციული და საბავშვო ზონებით, მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი რომელიც ამავდროულად, გარშემორტყმულია ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით და გამწვანებული სივრცით.

„მეგა გლდანში“ ბინების ფართო არჩევანია, სადაც ბინის შეძენით დაინტერესებულ მყიდველს შეუძლია შეარჩიოს ერთ, ორ და სამ საძინებლიანი სტუდიოს ტიპის ბინები მინიმუმ 37 კვ.მ-დან 150 კვ.მ-მდე. კომპლექსში ასევე არის დუპლექსის ტიპის ბინები ულამაზესი პატარა იზოლირებული ეზოებით. ამასთანავე საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია, როგორც მიწისქვეშა, ასევე გარე ავტოფარეხებით.

„მეგა გლდანი“ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და წყნარ უბანში, მეტრო „ახმეტელის თეატრიდან“ და გლდანის საქმიანი და კომერციული ცენტრიდან 500 მეტრში, ქერჩის ქუჩაზე, 6ზ ნომერში შენდება. ასეთი მოხერხებული ადგილმდებარეობა ბინადრებისთვის დამატებით უპირატესობებს აჩენს სატრანსპორტო, კომერციული, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო, საბავშვო, საგანმანათლებლო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან წვდომის თვალსაზრისით.  გამორჩეულია სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა: მეტროს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების საშუალებით ქალაქის ნებისმიერ უბანში მარტივად მოხვდებით. „მეგა გლდანი“ მშენებლობის ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ტექნოლოგიები „მეგა გლდანის“ საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები სრულიად ახალი, თბილი კარკასის პირობით ბარდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს. შენობა უზრუნველყოფილია დამატებითი სახანძრო კიბის უჯრედით, რომელიც ყველა სართულზე აღჭურვილია კვამლის შემაკავებელი კარით. ლიფტები უზრუნველყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. შენობა მკაცრად აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას და 41-ე სამშენებლო რეგულაციას.

კომპლქსი უზრუნველყოფილია:

  • კეთილმოწყობილი სადარბაზოებით;
  • სამგზავრო ლიფტით;
  • სატვირთო ლიფტით;
  • შიდა და გარე საპარკინგე სივრცით;
  • სადარბაზოს ცენტრალური კარით;
  • გამწვანებული პარკით;
  • საბავშვო-გასართობი მოედნებით;
  • საბავშვო ბაღით;
  • სავაჭრო-კომერციული ინფრასტრუქტურით;

ყველა საინჟინრო კომუნიკაცია: წყლის და საკანალიზაციო სისტემები, ელექტრო და გაზის გაყვანილობა, გათბობის სისტემა, აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძირითადი ყურადღება ექცევა მასალების მწარმოებელს და ხარისხს, რაც სერტიფიცირებული და უმაღლესი ხარისხის მქონეა.