Ჩატვირთვა

კორექტული გამოყენების ინსტრუქცია

შესავალი

წინამდებარე ინსტრუქციის მიზანია ინფორმაციის მოწოდება ნაკეთობის სწორი გადაადგილების და მონტაჟის შესახებ მაქსიმალური უსაფრთხოების და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების და ნაკეთობის მთლიანობის დაცვის მიზნით.

მონტაჟის განმახორციელებელი კომპანია უნდა ხელმძღვანელობდეს ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციით, ხოლო სამუშაოთა ხელმძღვანელი უნდა ამოწმებდეს აღნიშნული ინსტრუქციის დაცვას.

ყველა სამუშაოს უნდა ასრულებდეს გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი მაკონტროლებელი ან პასუხისმგებელი პირების ზედამხედველობის ქვეშ. სრულად უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გამოიყენებოდეს შესაბამისი ტექნიკა.

გარდა წინამდებარე ინსტრუქციისა, გადაადგილებასთან, მონტაჟთან და მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია უნდა სრულდებოდეს უსაფრთხოების ნორმატიული აქტების შესაბამისად სამუშაო ადგილებზე და სამშენებლო მოედანზე. წინამდებარე ინსტრუქციის დაუცველობის შემთხვევაში მწარმოებელი კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი ნაკეთობისთვის ან სხვა საგნებისა და/ან ადამიანებისთვის მიყენებულ ზარალზე.

ღრუტანიან ფილებში შესრულებული ამონაჭრების ტიპები და აღწერა

ამონაჭრის ტიპი

А – ამონაჭერი სიგანით 40 სმ-მდე, რომელიც განლგებული უნდა იქნეს არანაკლებ 30 სმ-ს მანძილზე ფილის გრძივი ნაწილიდან. თუ ამონაჭრის სიგრძე 50 სმ-ზე მეტია, გამოყენებული უნდა იქნეს განივი -a1- და გრძივი -a2- არმირებები. აუცილებლად უნდა შემოწმდეს განივი ძალის ზემოქმედება.

В – ნახვრეტი; თუ იგი განლაგებულია ფილის ღრუს სიგრძეზე და მისი დიამეტრი არ აჭარბებს ღრუს დიამეტრს, მაშინ შემოწმება არ არის საჭირო.

С – ნახვრეტი; თუ იგი განლაგებულია ფილის ღრუს სიგრძეზე და მისი დიამეტრი არ აჭარბებს ღრუს დიამეტრს, მაშინ შემოწმება არ არის საჭირო.

D – ამონაჭერი არაუმეტეს 40 სმ სიგანით. აუცილებელია განივი -d- არმირების მოწყობა და შემოწმება განივ ძალაზე.

E – ამონაჭერი, როცა მისი ყოველი ნახევრის სიგანე არ უნდა იყოს 40 სმ-ზე მეტი. აუცილებელია განივი -e- არმირების შესრულება და ფილის მზიდუნარიანობის შემოწმება.

F – ამონაჭერი, რომლის სიგანე უნდა შეესაბამებოდეს -P- კოლონის ზომას, სადაც მისი ყველაზე დიდი მხარე -F- უნდა ეყრდნობოდეს -p- კოლონას შარნირულად.

G – ამონაჭერი, რომლის ზომაც 40х40 სმ-ზე ნაკლებია, არ ითხოვს გაძლიერების დამატებით ზომებს; საჭიროა მხოლოდ შემოწმება განივ ძალაზე.

H – ამონაჭერი, რომლის ზომაც 20 სმ-ზე ნაკლებია, არ ითხოვს გაძლიერების დამატებით ზომებს; საჭიროა მხოლოდ ფილის მზიდუნარიანობის შემოწმება.

I – ნახვრეტები, რომლებიც სრულდება ადგილზე მილსადენების ქვეშ და ა.შ. აუცილებელია ფილის მზიდუნარიანობის შემოწმება შეწყვეტილი გრძივი არმირების გამო.

L – ნახვრეტები, რომელთა რადიუსი არ უნდა აჭარბებდეს 40 სმ-ს, სრულდება გაუმაგრებელ ბეტონში. აუცილებელია ფილის ნარჩენი მზიდუნარიანობის შემოწმება.

M და N – ნახვრეტები, რომელთა სიგანე არ უნდა აჭარბებდეს 30 სმ-ს. თუ სიგრძე მეტია 60 სმ-ზე, აუცილებელია დამატებითი -n n- არმირების შესრულება. ნახვრეტების მოცემული ტიპი შეიძლება შესრულდეს ადგილზე ალმასის დისკის დახმარებით. აუცილებელია ფილის ნარჩენი მზიდუნარიანობის შემოწმება.

ფილების გამოყენების ტიპიური კვანძები

ფილების გადაადგილება და აწევა

ფილების გადაადგილებასა და აწევასთან დაკავშირებული მანევრები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული შეჯახება და მკვეთრი მოძრაობები შეკიდულ ტვირთებთან და ამწე მექანიზმებთან მუშაობის უსაფრთხოების ნორმების თანახმად. საკეტის მქონე ტვირთამწე კაუჭები უნდა უძლებდეს დატვირთვას სამრეწველო ნაკეთობებით. ფილების გადაადგილება არ შეიძლება 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის მქონე ქარის პირობებში.

ფილების გადაადგილების და აწევის დროს ადამიანები ნაკეთობის რადიუსიდან უნდა იმყოფებოდნენ ისეთ მანძილზე, რომ ფილის სამაგრის ერთი მხრიდან მოწყვეტასაც არ უნდა მოჰყვეს ადამიანების დაშავება.

დაზღვევის ბაგირები უნდა მოიხსნას მხოლოდ მაშინ, როცა ფილა 10 სმ-ის მანძილზეა საყრდენიდან.

როგორც წესი, ფილების აწევა უნდა განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით. განსაკუთრებულ შემთხვევებში აწევასთან დაკავშირებული მითითებები მოცემული იქნება სპეციალურ ნახაზზე.

ჩაბმის სისტემის გადაადგილებისთვის გამოიყენება პოლიეთერისგან დამზადებული დიდი გამძლეობის მქონე ბრტყელი ბაგირი, რომლებსაც ბოლოებში უნდა ჰქონდეს აუცილებელი შემაერთებელი მექანიზმი: ფოლადის ზარი ერთი ბოლოდან და ყური მეორე ბოლოში ისე, რომ განხორციელდეს დროსელური ჩაბმა.

ფილების ტრანსპორტირება

ტრანსპორტირებისას საგზაო მოძრაობის მოქმედი წესების მიხედვით ფილები უნდა დაეწყოს შტაბელებად. ფილები უნდა ეყრდნობოდეს ხის ძელაკებს და, ასევე, მყარად უნდა იქნეს მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალებას სპეციალური ბაგირებით ტრასპორტირებისას უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების თანახმად.

ფილების შენახვა

ფილების შტაბელი, დალაგებული სპეციალურ ძელაკებზე, უნდა შედგებოდეს ისეთი ელემენტებისგან, რომელთა სიგრძე იზრდება ქვემოდან ზემოთ; იგი მოცილებული უნდა იქნეს გასასვლელებიდან და ეწყოს მტკიცე ჰორიზონტალურ ზედაპირზე (დასაშვებია 5 სმ/5 მ ცდომილება) და შტაბელის სიმაღლე არ უნდა აჭარბებდეს 2,5 მ-ს. ფილები უნდა ინახებოდეს ძელაკის გადაკვეთაზე, რომელიც დალაგებული იქნება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად.

მწარმოებელი საგანგებოდ აღნიშნავს შენახვის ასეთ პირობებს ფილების მთლიანობის შენარჩუნებისთვის.

მონტაჟი

ნაკეთობის დამონტაჟებამდე აუცილებელია საყრდენი ზედაპირის შემოწმება, რომელიც უნდა იყოს სუფთა და მთლიანად კომპლანარული ფილის შიდა ზედაპირთან.

შემდეგ იდება ფილები, ხოლო შემდეგ დგება დამატებითი არმატურა საყრდენებისთვის, გამანწილებელი არმატურა და უარყოფითი მომენტის არმატურა. ამ ეტაპზე აუცილებელია ფენილის (კონსტრუქციის) კარგად გაწმენდა და დასველება.

მონტაჟისას ადამიანებს მკაცრად ეკრძალებათ ყოფნა გადახურვის მთლიანი სიბრტყის ქვეშ.

დაბეტონება

საბოლოო ბეტონირება სრულდება 0°C-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში და კეთდება ერთი ხსნარით. ამ დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული ხსნარის დაგროვება. ვიბროდამუშავების და შემჭიდროვების შემდეგ ფილა ნოტიო უნდა რჩებოდეს, სულ ცოტა, 3 დღის განმავლობაში.

გრძივი ნაკერები ფილებს შორის და შესაძლო ნაჭდევები უნდა ამოიგმანოს არაუმეტეს 12 მმ გრანულირების მქონე ბეტონით. კონსისტენციის კლასი უნდა იძლეოდეს ნაკერების სრული ამოვსების გარანტიას, ხოლო მახასიათებლები კი ისეთი, რომ არ გაუჩნდეს ბზარები. ბეტონირებისას ადამიანებს მკაცრად ეკრძალება ყოფნა გადახურვის მთლიანი სიბრტყის ქვეშ.

ინსტრუქციები

თუ პროექტში რაიმე სხვაგვარად არ იქნება მითითებული ფილები უნდა დადგეს კოჭებზე და/ან მზიდ კედლებზე.

ბოძებზე-საყრდენებზე გათვალისწინებულია კონსოლური საყრდენები ღრუტანიანი ფილების შესაკავებლად. გადახურვის მოწყობამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ საყრდენები ერთგავოვანია და სრულად კომპლანარული ფილების შიდა ზედაპირთან. ზემოხსენებული პირობების უქონლობის შემთხვევაში აუცილებელია (კლიენტის ხარჯით) საყრდენების დაფარვა ხსნარით ან რეზინის ლენტის გარსაცმის გაკეთება, რომელსაც ექნება სათანადო ტექნიკური მახასიათებლები და ზომები.

ვინაიდან წინასწარ დაძაბული რკინა-ბეტონის ფილები წარმოადგენს ამაღლებას, დამპროექტებელმა და დამკვეთამა უნდა გაითვალისწინონ, რომ აუცილებელია წმინდა იატაკის ნიშნულის და მოუხსნელი ყალიბის მქონე შესაძლო გადახურვის საყრდენის სისქის განსაზღვრა.

ფილებისთვის საყრდენების მოწყობის დაშვებული ზღვარია +/- 10 მმ.

თუ სამშენებლო მოედანზე ფილის საყრდენის საშუალო სიღრმე ნაკლებია, ვიდრე:

  • 40 მმ მალისთვის 5 მ-მდე
  • 50 მმ მალისთვის 5-დან 8 მ-მდე
  • 60 მმ მალისთვის 8-დან 12 მ-მდე
  • 80 მმ მალისთვის 12 მ-ს ზემოთ

აუცილებელია ფილის გვერდების გამაგრება დამატებითი ბეტონის მომწიფებამდე.

სხვაობა შეიძლება შესწორდეს დამკვეთის მიერ ნაკერების ამოგმანვამდე სპეციალური საფენების ან სპეციალური განმბჯენების დახმარებით.

შემკვრელის მაგალითი და ფოლადის Ø16 წრიული განმბჯენის მაგალითი განსხვავების შესამცირებლად.

გამოყენება და მომსახურება

ნაკეთობა გამოყენებული უნდა იქნეს დანიშნულებისამებრ, როგორც ეს დადგენილია პროექტით. კონსტრუქცია დაცული უნდა იქნეს ტემპერატურის მერყეობისგან, ატმოსფერული და სხვა აგრესიული ზემოქმედებისგან სპეციალური საშუალებებით, როგორიცაა მობათქაშება ან დაფარვა სპეციალური საშუალებით.

პროექტით გათვალისწინებული დატვირთვა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული არავითარ შემთხვევაში.

ფილების დატვირთვის და მალების მნიშვნელობების გაზრდა შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

  • მონოლითური ფენის მოწყობა ფილაზე
  • ფილების გვერდებში ღიობების ამოვსება მოთხოვნების მიხედვით
  • ნაწილობრივ ჩამაგრებული ან გაუჭრელი გადახურვა
  • დამატებითი განივი არმირება ფილის საყრდენზე