Ჩატვირთვა

მეგა გლდანის ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა ბავშვებისთვის

„მეგა გლდანის“ კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 3000 კვ.მ ფართის დაცული და უსაფრთხო ეზო, სარეკრეაციო ზონა და ეკო-მეგობრული გარემო, რისი მფლობელიც ჩვენი კომპლექსის თითოეული მომავალი მაცხოვრებელი გახდება. სარეკრეაციო ზონა მთლიანობაში მოიცავს სრულად გამწვანებულ და კეთილმოწყობილ პარკს, საბავშვო-გასართობ მოედნებს, ატრაქციონებს, ველობილიკებს და დასასვენებელ პავილიონებს.

სპორტული ინფრასტრუქტურა

საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია ღია სპორტული მულტიფუნქციური (კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ფრენბურთი) მოედნით.

კეთილმოწყობილი ეზო

საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს 3000 კვ.მ კეთილმოწყობილი უსაფრთხო და დაცული ეზო, სადაც ეწყობა ულამაზესი რეკრეაციული ზონა სიმწვანით, სასეირნო და სპორტული ბილიკებით, მოსასვენებლი ადგილებით, საბავშვო-გასართობი მოედნებით, ატრაქციონებით და საპიკნიკე სკვერით.

მიწისქვეშა ავტოსადგომი

კომპლექსის თითოეული ბლოკის -1 სართულზე მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული. ხოლო საპარკინგე სივრციდან ლიფტით ასვლაა შესაძლებელი. კომპლექსის მიმდებარედ ასევე მოეწყობა გარე სივრცეში ავტომობილების საპარკინგე ზონები.

სადარბაზოების მოწყობა

კომპლექსი ბარდება სრულად კეთილმოწყობილი სადარბაზოებით. თითოეული კორპუსი კი აღიჭურვება ერთი სამგზავრო და ერთიც სატვირთო ფუნქციის მქონე ორი ლიფტით.