თბილი კარკასი

„მეგა ჰოლდინგის“ საცხოვრებელ კომპლექსებში ბინები უნიკალური პირობით - „თბილი კარკასის“ კონდიციაში ბარდება, რაც ბინის მფლობელისთვის გათბობის ქვაბისა და ცენტრალური გათბობის მილების საჩუქრად გადაცემას გულისხმობს.
„თბილი კარკასი“ ყველასთვის კარგად ცნობილი „მწვანე კარკასის“ შემდგომი მდგომარეობაა, რომელსაც „მწვანე კარკასთან“ შედარებით ემატა:
- სპეციალური სამფენოვანი თბოიზოლაციური გარე კედლები
- სართულებს შორისი გადახურვა ღრუტანიანი ფილებით
- გათბობის ქვაბი - საჩუქრად
- ცენტრალური გათბობის მილები
- რკინის შესასვლელი კარი
- მეტალო-პლასტმასის გარე კარ-ფანჯარა
- ფითხით (შპაკლი) დამუშავებული კედლები
- სანტექნიკის დგარები აბაზანასა და სამზარეულოში
- მოჭიმული იატაკი
- ბინებამდე მიყვანილ ცენტრალური ელექტრო-გაყვანილობა
- სრულად მოპირკეთებული აივანი
- სრულად მოპირკეთებული სადარბაზოს უჯრედი
ბინის ექსპლუატაციის ეკონომიურობის თვალსაზრისით გათბობაზე გაწეული ხარჯების მინიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის, ცხადია, კედლების თბოიზოლაციას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. კედლები და სართულებს შორისი ღრუტანიანი ფილებით გადახურვის უპირატესობებია:
- მაღალი თბოიზოლაცია
- ზამთარში გათბობის მინამალური დანახარჯი
- ზაფხულში კონდიცირების მინამალური დანახარჯი
- ხმის იზოლაცია - მომიჯნავე ბინებიდან და ქუჩიდან შემომავალი ხმაურის მაქსიმალური ჩახშობის უზრუნველყოფით;
