Ჩატვირთვა

გადახურვის ღრუტანიანი ფილები

გადახურვის ღრუტანიანი ფილები

უპირატესობები

  • მშენებლობის საგრძნობლად შემცირებული ხარჯი;
  • მშენებლობის საგრძნობლად დაჩქარებული ტემპი;
  • ფილების აბსოლიტურად სწორი ზედაპირი, რაც უზრუნველყოფს ფილების დაგების შემდეგ იატაკისა და ჭერის ზედაპირების იდეალურ სისწორეს;
  • თბოიზოლაციის უზრუნველყოფა;
  • ხმის იზოლაციის უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო კონსტრუქციის სიმსუბუქე მონოლითურ კონსტრუქციასთან შედარებით;
  • შენობის ნაკლები სიხისტე მონოლითურ კონსტრუქციასთან შედარებით, ანუ კონსტრუქციის გაზრდილი მოქნილობა და 9 ბალზე გათვლილი სეისმომედეგობა;
  • სამშენებლო მოედნის სისუფთავე;

გადახურვის ღრუტანიანი ფილები შეიძლება გამოყენებული იქნეს გაზრდილი მალების და/ან დატვირთვის მქონე სიტუაციებში და უზრუნველყოს სამშენებლო მოედანზე სამუშაოს შესრულების დროის მნიშვნელოვანი შემცირება და გამორიცხოს დამატებითი საყრდენების გამოყენება, რადგან ისინი მთლიანად თვითმზიდია. პროდუქტი ფართოდ გამოიყენება გადახურვის ელემენტების შესრულებისას სამრეწველო, კომერციულ და საცხოვრებელ მშენებლობებში.

ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გარდა, გადახურვის ღრუტანიანი ფილები ასევე ხასიათდება შემდეგი დადებითი პარამეტრებით:

  • დიდი სიმტკიცის გამო უზრუნველყოფს ფენილის სისქის შემცირებას;
  • ფილა მთლიანად თვითმზიდია და, აქედან გამომდინარე, აღარ არის აუცილებელი დამატებითი საყრდენების გამოყენება;
  • სწრაფად მონტაჟდება და მომენტალურად მიიღება იდეალურად სწორი ზედაპირი, რომელზეც დაგებისთანავე შეიძლება გადაადგილება;
  • უმეტეს შემთხვევაში საკმარისია გრძივი ნაკერების ამოგმანვა, რაც მინიმუმამდე ამცირებს მონტაჟთან დაკავშირებულ ხარჯებს;
  • ღრუტანიანი ფილებით შესაძლებელია სახიფათო ზემოქმედებისა და ცეცხლგამძლეობის საჭიროების მქონე შენობის გადახურვა ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში;
  • ბეტონის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს კონსტრუქციის მაღალ სიმტკიცეს;
  • გამოყენების და მონტაჟის წესების დაცვის შემთხვევაში გადახურვის ღრუტანიანი ფილები უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს სამშენებლო მოედანზე მუშაობისას.

კონსტრუქცია შედგება ხვრელების მქონე ვიბროდაპრესილი ბეტონის ფილებისგან, სადაც ბეტონის R’ck სიმტკიცე 50N/მმ2-ზე მეტია; ფიზიკურ-მექნიკური მახასიათებლები კონტროლდება დამამზადებელი ქარხნის ლაბორატორიაში.

მნიშვნელოვანი დატვირთვებისას და, ასევე, სეისმურ ზონებში აუცილებელია ღრუტანიანი ფილების გადახურვის ორი ვარიანტის გათვალისწინება. პირველ ვარიანტში აუცილებელია ფილის გვერდის დამონოლითება, არანაკლებ, R’ck 30N/мм2 სიმტკიცის მქონე ბეტონით დამატებითი არმირების დაყენებით, სადაც გამოთვლების საფუძველზე განისაზღვრება ნაჭდევების აუცილებელი რაოდენობა, რომლებიც საჭიროა არმატურის განსათავსებლად. ასევე გამოთვლებით დგინდება მათი სიგრძე (სამ ნაჭდევამდე თითო გვერდზე), ზომა და საყრდენების შიდა არმატურის დიამეტრი. დამატებითი არმატურა უნდა ჩაიწყოს ბეტონირებისას, ნაჭდევების და ბეტონის დიაფრაგმის შესაბამისად, მომიჯნავე ფილებს შორის. გარდა ამისა, ევროკოდის 7.0.ა. პუნქტის თანახმად, საყრდენებისთვის აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქვედა დამატებითი არმატურა იმ ნაჭდევის ზომით, რომელიც შეძლებს გამჭიმი ძალვის საკუთარ თავზე აღებას. მეორე ვარიანტში, თუ პირველი ვარიანტის გამოთვლისას არასაკმარისი აღმოჩნდება გადახურვის მზიდი თვისება დატვირთვის ზემოქმედებისას, ითვალისწინებენ დამატებითი მონოლითური ფენის მოწყობას, არანაკლებ, 4 სმ სისქის ბეტონისგან. თუ არ იქნება რაიმე სხვა მითითება, ამგვარი დამატებითი ბეტონირება უნდა შესრულდეს ისეთი შემადგენლობით, რომლის სიმტკიცე არ იქნება R’ck 30N/мм2-ზე ნაკლები, ხოლო მასალა – ვიბრობეტონი. ამგვარი ფენა უნდა უზრუნველყოფდეს გრძივი ნაკერების და ნაჭდევების შევსებას, არმატურის შემოგარსვას და მოჭიდებას ქარხნული წარმოების ბეტონის ზედაპირთან. შემავსებლის დიამეტრი არ უნდა იყოს 12 მმ-ზე მეტი.

გადახურვის ღრუტანიანი ფილების დახმარებით შეიძლება მალების შესრულება შემდეგ სქემებში მოცემული ტექნიკური დავალებების მიხედვით: პირველი ვარიანტი უფრო ესადაგება საშუალო ზომის მალებს, არც თუ ისე დიდ კონსოლებს და საშუალო დატვირთვებს, ხოლო მეორე ვარიანტი – უფრო დიდ მალებს, გრძელ კონსოლებს და მაღალ დატვირთვებს, რადგან შეკუმშვა უარყოფითი მომენტიდან ფილის ქვედა კიდეზე აღიქმება ბეტონირების მიერ და არა ფილის წიბოვანი ბეტონით, რომელიც უკვე ისედაც დატვირთულია წინასწარი დაძაბულობით.

გადახურვების ზომების წინასწარი გამოთვლის მიზნით თანდართულია ტექნიკური პირობები და დიაგრამები ფილის თითოული სიმაღლისთვის, მალის სიგრძისთვის და და ცეცხლგამძლეობის სხვადასხვა ტიპისთვის, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარ დაძაბული არმატურის მდებარეობით და ბეტონის დამცავი ენის სიმაღლის სხვადასხვა მნიშვნელობით.

ტექნიკურ პირობებში მითითებულია ფილების გეომეტრიული და მექანიკური მახასიათებლები, გრაფიკებზე ნაჩვენებია სასარგებლო დატვირთვა, გამომდინარე მალიდან და არმირების ტიპიდან, გრაფიკის უწყვეტი ხაზი ეხება შემთხვევას გადახურვის ფილების შარნირული დაყრდნობისთვის მალის სიგრძის და ფილის სისქის L/h≤35 შეფარდებისას. ეს წარმოადგენს რეკომენდებულ ზღვრულ მნიშვნელობას სართულებს შორის გადახურვისას. ქვემოთ აღწერილ სხვა შემთხვევებში შეიძლება მიღებული იქნეს მოცემული შეფარდების უფრო მაღალი მნიშვნელობა.

• გადახურვა ნაწილობრივად ჩამაგრებული, ან გაუჭრელი L/h≤42
• ბურულის გადახურვა შარნირული დაყრდნობით L/h≤50
• ბურულების გაუჭრელი გადახურვა L/h≤55

დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ დამაზადებელი ქარხნის ტქნიკურ განყოფილებას.