Ჩატვირთვა

სამშენებლო ტექნოლოგია

„მეგა გლდანის“ მშენებლობის პროცესშო უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც შენობის უმაღლეს ხარისხს და გამორჩეულ იერსახეს განაპირობებს. ჩვენ შენების ახალ სტანდარტს ვქმნით!


პროექტირება

შენობის დაპროექტებაში მონაწილეობა მიიღო კომპანია Structurama-ს მილანის ოფისმა. Structurama ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო საპროექტო-საინჟინრო კომპანიაა ევროპაში.

შენობის
ფასადი

„მეგა გლდანის“ ფასადი უნიკალური ტექნოლოგიით და დიზაინით სრულდება. გარე (საფასადე) კედელი რკინა-ბეტონის მონოლითური ფილაა. მისი რელიეფური დიზაინი შენობას გამორჩეულ ერსახეს ანიჭებს. საფასადე კედელი ერთიანი, მაღალი სიმტკიცის მქონე კონსტრუქციაა. პანელები იწარმოება წინასწარ მოპირკეთებული გარე ზედაპირით და დამატებით, მონტაჟის შემდგომ დამცავი საფარით მუშავდება. შედეგად შენობის ფასადი თავის თავდაპირველ იერსახეს 100 წელზე მეტხანს შეინარჩუნებს. საფასადე ფილები MEGA PRODUCTION-ის მიერ იტალიური კომპანიის, BIANCHI-ს საწარმო ხაზზე მზადდება. იგი კონსტრუქციებზე ინდივიდუალური მოთხოვნების და საჭიროებების აბსოლიტური სიზუსტის გათვალისწინებით გამოირჩევა. Bianchi Casseforme S.R.L იტალიური კომპანიაა, რომელიც რკინა-ბეტონის ანაკრები კონსტრუქციების სრულიად თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გვთავაზობს. მისი ტექნოლოგიით დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.

კოლონები, რიგელები და დიაფრაგმები

ნებისმიერი შენობის უსაფრთხოება დიდწილადაა დამოკიდებული იმ კოლონების, რიგელების და დიაფრაგმების ხარისხზე, რომლებიც შენობის ჩონჩხს წარმოადაგენს და მის მდგრადობას განსაზღვრავს. აღნიშნული კონსტრუქციების დამზადებისთვის მეგა ჰოლდინგი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებსა და DOKA-ს საუკეთესო ყალიბებს იყენებს, რაც მშენებლობის სიზუსტეს, სისწრაფეს, უსაფრთხოებას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. Doka GmbH (ავსტრია) მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ყალიბების წარმოების სფეროში. Doka Group ამჟამად 160 ფილიალსა და ლოგისტიკურ ცენტრს აერთიანებს მსოფლიოს 70 ქვეყანაში.

გადახურვის ღრუტანიანი ფილები

შენობის სართულებს შორისი გადახურვა სპეციალური, მაღალი სიმტკიცის და შესაბამისი სისქის რკინა-ბეტონის ღრუტანიანი გადახურვის ფილებისთ ხორციელდება. ფილების სიღრუვე სართულებს შორის ხმისა და სითბოს დამატებით იზოლაციას უზრუნველყოფს. ასევე, ღრუტანიანი ფილების გამოყენება ამცირებს შენობის წონას და მას მოქნილობას მატებს, რაც შენობის სეისმომედეგობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

სამ ფენოვანი გარე კედლები

შენობის გარე კედლები სამ ფენოვანია. კედლები ივსება მსუბუქი (პემზის) ბლოკის გამოყენებით. შესაბამისად, პერიმეტრის კედლის შუა ნაწილში მოთავსებული ფენა, ბინას დამატებითი დათბუნებით უზრუნველყოფს.